ივნისის დასაწყისიდან ღვინის ქარხანას ახალი კონცეფციის მქონე სივრცე შეემატება, რომელიც ერთდროულად 15 – მდე ობიექტს გააერთიანებს.
ერთ სივრცეში შეძლებთ დააგემოვნოთ დონერი, პასტა, სენდვიჩები და პიცაც. ადგილზე ამ ყველაფერთან ერთად დაგხვდებათ ღვინის ბარი, სანაყინე, სევე ლუდისა და კოქტეილების სტენდები, რომლებიც განსაკუთრებით მოუხდება ზაფხულის თბილ დღეებს.
ადგილზე დაგხვდებათ გამწვანებულ ღია სივრცეში განლაგებული მაგიდები და სასიამოვნო გარემო. ფუდ მარკეტი იდეალური იქნება სხვადასხვა სახის შეკრებებისთვის, რადგან კერძებისა და სასმელების არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია.
ადგილზე დაგხვდებათ Berlin doner, Shavi Coffee, Gyros for heroes, Fussili და მრავალი სხვა ობიექტი.
თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს რომ არ გამოგრჩეთ მომავალი სიახლეები.