ღია ცეცხლის საშუალებით მხოლოდ სეზონური და ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი კერძები, დახვეწილი ინტერიერი და დასამახსოვრებელი გემოები – თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე რესტორანი ‘’47’’ ყოველი დეტალით უზრუნველყოფს, რომ სტუმრებისათვის ლანჩი და ვახშამი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. რესტორანში უნიკალური და ჯანსაღი კერძების უმრავლესობა ღია ცეცხლსა და ნაკვერჩხალზე, მომხმარებლების თვალწინ იქმნება, ღია ღუმელი და სამზარეულო, სივრცეს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს.

 

რესტორანში თითოეული კერძი სეზონური და ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება, შესაბამისად შეფი მენიუს სეზონურად ცვლის.ორი მიმართულების – ქართულ და ევროპულ მენიუში ამ სეზონზე აღმოაჩენთ ისეთ კერძებს, როგორიცაა ახალზელანდიური ბატკნის ნეკნები წითელი ღვინის სოუსით, შავი ანგუსის რიბაი, რვაფეხა თეთრი ლობიოთი, გოჭი კორკოტით და ალუბლის სოუსით, ნაკვერჩხალზე მომზადებული მსხლის დესერტი კრემით – შანტილი ან ბრიტანული სფეშელთი ყავის მწარმოებელი Monmouth-ის ყავა, რომელიც “47”-ის ჯგუფს ექსკლუზიურად ლონოდნიდან ჩამოაქვს.

 

რესტორანი “47” კოტე აფხაზის 47 ნომერში მდებარეობს. სტუმრებს ლანჩ მენიუთი უმასპინძლდება 13:00-დან 16:00 საათამდე.ამასთან ერთად, რესტორანში შაბათობით მთის წესით, სახელდახელოდ მოხვეული ხინკალი კეთდება, რომელიც თიანეთიდან მოწვეული შეფის რეცეპტით მზადდება.ლანჩის გარდა,‘’47’’-ში შეგიძლიათ დასამახსოვრებელი საღამო გაატაროთ და რესტორანს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვახშამზე ეწვიოთ. კერძებთან ერთად რესტორანში წარმოდგენილია სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის – უცხოური და ქართული ღვინოების ფართო ასორტიმენტი.