პარასკევს, 14 თებერვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვალენტინობა აღინიშნება და ამ სტატიაში გვინდა 5 ივენთის შესახებ მოგიყვეთ, რომლებსაც შეგიძლიათ დაესწროთ როგორც საყვარელ ადამიანებთან ერთად, ასევე უბრალოდ მუსიკაზე შეყვარებულებმაც.💘
- 14 თებერვალს – გაატარე ვალენტინობა – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გემოვნებიანი მუსიკოსის – @stephanemgebrishvili_ს კონცერტზე – Mono Hall-ში საღამოს, დისკო მუსიკის ვაიბით, @vakomey და @annadevidze განაგრძობენ.
- ლაშა ღლონტი შუაგულში – 14 თებერვალს, ლაშა ღლონტი იქნება ყველაზე დიდი, სიყვარულის დღის მასპინძელი!საოცარი გარემო და სიყვარულით სავსე საღამო გელით შუაგულში! ✨
- ვალენტინობა G17-ში – 14 თებერვალს, G17, თეატრალურის კვარტეტის და დავით მაზანაშვილის ბენდის რიგით მე-4 კონცერტს მასპინძლობს! მუსიკოსები, G17-ის სტუმრებს, როგორც ახალი კომპოზიციების, ასევე, კლასიკად ქცეული საკულტო ქართული მელოდიების ცოცხალ შესრულებას ჰპირდებიან.
- სიყვარულის დღე გიგი ადამაშვილთან ერთად ქუთაისში – “სახლი” სწორედ სიყვარულის ადგილია. დააგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები გიგი ადამაშვილის სიმღერების თანხლებით. გელოდებით სახლში, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
- ნუცი ნებიერიძის საღამო – 14 თებერვალს , 1984 წარმოგიდგენთ ნუცი ნებიერიძის ჯაზის საღამოს, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკითა და მშვიდი ატმოსფეროთი 🤍
იმედს ვიტოვებთ რომ ეს ვალენტინობა თქვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული იქნება 💝