🌟 საქართველოს კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, „ლუდის გზის” პროექტის ფარგლებში – 20, 21, 22 & 27, 28, 29 ივნისს თბილისში, დედაენის ბაღში გაიმართება რიგით მესამე ზაფხულის ლუდის ფესტივალი.
🍺 ლუდი – ჩვენი ქვეყნის იდენტობაა! პროექტის მიზანია, საზოგადოება გაეცნოს ქართული ლუდის ისტორიას და შექმნას სახალხო ზეიმი, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს გააერთიანებს.
📅 თარიღი: 20, 21, 22 & 27, 28, 29 ივნისი

 

🕔 დაწყების დრო: 14:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: დედაენის ბაღი, თბილისი
🆓 დასწრება უფასოა!

აქტივობები:
🍻 ლუდის მრავალფეროვანი ნაირსახეობების დაგემოვნება – შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული ლუდის ნაირსახეობები.
🎶 მუსიკალური წარმოდგენები – სცენაზე წამყვანი ქართველი მუსიკოსები და ბენდები, რომლებიც შექმნიან დაუვიწყარ ატმოსფეროს.
🎪 გასართობი და სახალისო ღონისძიებები – სხვადასხვა თამაშები, კონკურსები და გასართობი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს ხალისიან გარემოს და განტვირთვას.🌭 კვების სივრცე – მრავალფეროვანი კვების ობიექტები, რომლებიც შემოგთავაზებენ ლუდთან შესაფერის კერძებს.
“შეუერთდი ლუდის გზას 🍺 – ზაფხულის ზეიმში 🎉!