რიუიჩი საკამოტოს ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო: მუსიკალური მედიტაცია Factory Tbilisi-ში
19 აპრილს, თბილისი კიდევ ერთხელ გახდება დიდი იაპონელი მაესტროს, რიუიჩი საკამოტოს (1952 – 2023) უკვდავი შემოქმედების მასპინძელი. ეს განსაკუთრებული კონცერტი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, რიგით მესამედ გაიმართება და მსმენელს საკამოტოს მრავალფეროვან მუსიკალურ სამყაროში სამოგზაუროდ ეპატიჟება.

ღონისძიებას უმასპინძლებს ინდუსტრიული და კულტურული ჰაბი factory tbilisi. სივრცე, სადაც ურბანული ესთეტიკა და აკუსტიკური ჰარმონია ერთმანეთს ერწყმის, საუკეთესო გარემოა საკამოტოს ექსპერიმენტული და ამავდროულად სათუთი კომპოზიციების გასაჟღერებლად.

საღამო გამორჩეულია თავისი შემადგენლობით. სცენაზე ვიხილავთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს, რომლებმაც საკამოტოს მემკვიდრეობა საკუთარი ინტერპრეტაციით გააცოცხლეს. პროექტში მონაწილეობენ: თამრიკო კორძაია, კონსტანტინე გოცირიძე, ელენე გოგოძე, გიორგი ნადარეიშვილი და ნინო ჩივაძე. მათთან ერთად მუსიკალურ და ვიზუალურ პერფორმანსს შექმნიან hetmuziek, ბორის აკეტი და lumus.instruments.

მუსიკა, ისევე როგორც წყალი, მუდამ მოძრაობს და იცვლება, თუმცა მისი არსი უცვლელია“ სწორედ ეს ფილოსოფია იქნება 19 აპრილის საღამოს მთავარი სახელმძღვანელო. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ ამ გამორჩეული აუდიო-ვიზუალური გამოცდილების ნაწილი და კიდევ ერთხელ მიაგოთ პატივი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორს.