ონოს მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
მის ოჯახს ოპტიმიზმის საბაბს ერთად ერთი ის აძლევს, რომ მისი მდგომარეობა არ მძიმდება.

ექიმებმა დაიწყეს ბექას კომიდან ნაწილობრივად გამოყვანა და რეფლექსებისა და მგრძნობელობის შემოწმება, რაც საბედნიეროდ ამ ეტაპზე ფიქსირდება.

ოჯახი უღრმეს მადლობას უხდის სისხლის ყველა დონორს – ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიღო სისხლი ონოსთვის, რომელიც იმაზე მეტი შეგროვდა ვიდრე მის გადარჩენას ჭირდება, თავისთავად მეტობით შეგროვილი სისხლი სხვა პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებას მოხმარდება

ცოტა ხნის წინ გავრცელდა უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს ივა ტყეშელაშვილი, როგორ ესხმის თავს ბექას და აყენებს ფიზიკურ შეურაცყოფას, რა დროსაც მიღებული ტრამვებისგან, უვითარდება გემატომა და ტვინის შეშუპება. შეგახსენებთ მას დასჭირდა თავის ქალის ტრეპანაცია რის გამოც მეხუთე დღეა იბრძვის სიცოცხლისთვის!

კრიტიკული პერიოდის გასვლის შემდეგ, ბექას ელის ხანგრძლივი რეაბილიტაცია.

მუსიკალური ინდუსტრიის წევრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ  “ფონდი ონოს გადასარჩენად” თუმცა ხანგრძლივი იურიდიული პროცედურების და სხვა სახის კითხვების თავიდან ასარიდებლად, შეცვალეს გადაწყვეტილება და მოგვიწოდებენ პირდაპირ ბექას დეიდის – ქეთი შერმადინის ანგარიშზე ჩავრიცხოთ შემოწირულობა, სადაც აკუმულირდება ფონდი ონოს გადაუდებელი საჭიროებებისთვის.

ნებისმიერი შემოწირულობა მისაღები და მნიშვნელოვანი იქნება, დაწყებული 1 ლარიდან, ვისაც რისი საშუალება და სურვილი გექნებათ ❤️

ბექას დეიდის ანგარიში:
ქეთევან შერმადინი
#GE23TB7024745061100010

ბექას დედის ანგარიში:
ნინო შერმადინი
#GE94BG0000000163803600