პროექტ სანსეტ ჯორჯია-ს შექმნის იდეა ორ მუსიკის მოყვარულ ბავშვობის მეგობარს დაებადა, ერთი პროფესიონალი ვიდეოგრაფია,მეორე პროფესიონალი დიჯეი.
პროექტის მიზანია პროგრესივ ჰაუსის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე ჩვენი ქვეყნის ლამაზი ადგილების საინტერესოდ წარმოჩენა, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად საინტერესო ლოკაციები იპოვონ და ჩაწერონ. ამჟამად 15 ლოკაციიდან აქვთ ვიდეო/სეტ ჩაწერილი და ამასთანავე 2 ივენთი აქვთ გამართული.
მათი სამომავლო გეგმებია ივენთების ორგანიზება და უცხოელი პროგრესივ არტისტების ჩამოყვანა საქართველოში, რათა ხელი შეუწყონ პროგრესივის განვითარებას. მათი ერთ-ერთი დიდი სურვილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანების წაყვანა ვიდეოების გადაღების დროს.
საქმე ძალიან შრომატევადია და რათქმაუნდა გუნდი მხოლოდ ნამდვილი მეგობრებითა და მუსიკის მოყვარული ადამიანებით არის დაკომპლექტებული. მათი შემოქმედების ნახვა კი იუთუბზე შეგიძლიათ💌
https://www.youtube.com/@Sunsets_Georgia/