4GB ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან იმართება. 2013 – დან 2017 წლებში კი ზედიზედ 5-ჯერ მიენიჭა წლის საუკეთესო ფესტივალის ტიტული.

 

 

4GB – ს ფესტივალი უწინდელი სახით შარშანდელივით არც ამ წელს ჩატარდება, თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს განსხვავებული ფორმატით მაინც გაეხარებინათ ელექტრონული მუსიკის მოყვარულები და 16 მაისს რადიო ქალაქში მხოლოდ ერთი შემსრულებელი წარსდგება – მაიკლ მაიერსი, რომელიც აქამდე ყველა 4GB- ს ხურავდა.

იმ ადამიანებს, რომლებმაც შარშან იყიდეს ბილეთები და ისევ აქვთ შენახული, შეუძლიათ დაესწრონ როგორც 16 მაისის ივენთს, ასევე მომდევნო ფესტივალსაც.