თბილისში ყოველდღიურად ახალი რესტორნები იხსნება და ამ სტატიაში ვეცდებით 5 მათგანის შესახებ მოგიყვეთ, რათა ეწვიოთ და არ გამოგრჩეთ.
- KOBO IZAKAYA – ახალი კონცეფციის მქონე რესტორანი communal hospitality – სგან, აქ ძველი ტრადიციული იაპონური სამყარო ხვდება თანამედროვე ტოკიოს მიწისქვეშა ჯაზის სცენას. ადგილზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც გრილზე მომზადებული იაკიტორი, ასევე გამორჩეული რამენი. კობოს შეფ მზარეული ყოველდღიურად ცდილობს განსაკუთრებული გემოების შექმნას ავთენტური იაპონური კერძებით, რომლებიც იდეალურია გასაზიარებლად.
- აურეო – ახალი სავახშმო ადგილი თბილისში, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული და აერთიანებს როგორც ბარს, რომელიც კლასიკურ კოქტეილებთან ერთად საავტორო კოქტეილებსაც გვთავაზობს, ასევე ევროპულ სამზარეულოს, მყიდრო გარემოს და სასიამოვნო ატმოსფეროს.
- ლეო – ახალი ევროპული სტილისა და უმაღლესი კლასის სამზარეულოს გამოცდილება შუშაბანდისგან, ლეო გვთავაზობს მყუდრო ატმოსფეროს, განსაკუთრებულ კერძებსა და ელეგანტურობას.
- დედა – თბილ ამინდებთან ერთად “დედა” – მ ისევ გახსნა გარე სივრცე და სტუმრებს მეგო
ბრულ გარემოსთან ერთად ავთენტურ ქართულ სამზარეულოსა და რილზე მომზადებულ კერძებს სთავაზობს. - ლიტერა – გარე სივრცე კიდევ ერხელ გახსნა კაფე “ლიტერა” – მ, რომელიც შეფ თეკუნა გაჩეჩილაძის მიერ შექმნილ უნიკალურ კერძებს გვთავაზობს, ინტერიერში კი ყველა დეტალი უდიდესი ყურადღებითა და სიყვარულით არის შექმნილი, რადგან თქვენი შთაბეჭდილება დაუვიწყარი იყოს.