დიდი ისტორიის მატარებელი ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee ილია ჭავჭავაძის 10 ნომერში გაიხსნა.
Costa Coffee ცნობილია იტალიური ყავის უმაღლესი ხარისხითა და მდიდარი მემკვიდრეობით. მისი ისტორია 1971 წელს იწყება, როდესაც იტალიელმა ძმებმა — ბრუნო და სერხიო კოსტამ — ლონდონში პატარა ყავის ქარხანა გახსნეს. მათი მიზანი იყო, შეექმნათ უნიკალური არომატის ბლენდი, რომელიც Mocha Italia-ს სახელით გახდა ცნობილი. აღნიშნული ბლენდი დღემდე Costa Coffee-ს გამორჩეულ გემოსა და ხარისხის სიმბოლოს წარმოადგენს.
დღეს Costa Coffee გახლავთ გლობალური ყავის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომელიც უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.
გამორჩეული გემო Costa Coffee-ს თითოეულ სასმელში იგრძნობა — ესპრესოდან და ლატედან დაწყებული, სეზონური სასმელებით დასრულებული. კლასიკური ფლეთ ვაითი, არომატული კაპუჩინო, კარამელ მაკიატო თუ ცხელი შოკოლადი — Costa-ს ცხელი სასმელების მენიუში ნამდვილად იპოვით თქვენი განწყობისთვის შესაბამის არჩევანს.
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის კი ბრენდი გთავაზობთ, როგორც ცივი ყავების მრავალფეროვან არჩევანს, ისე ფრაპეებსა და ხილის ქულერების არომატულ კომბინაციას.
გარდა ამისა, ყავის სახლების ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს ჩაის, დესერტებსა და მსუბუქ ლანჩ მენიუს, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის გემოვნების მომხმარებელზე.
საქართველოში Costa Coffee-ს ოფიციალურად წარმოადგენს Sarda Group-ი. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ლოკაციაზე პირველი ობიექტის გახსნით, კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ბრენდის ბაზარზე ფართო მასშტაბით შემოსვლას
Costa Coffee-ს კიდევ ერთი ახალი ფილიალი — ვაკეში, Axis Towers-ში უკვე გაიხსნა, სულ მალე კი ისინი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზეც გიმასპინძლებენ!
Costa Coffee მუშაობს ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.