16 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში, “სოციალური სივრცე” თავის ტრადიციას განაგრძობს და All Day I Dream-ის ღონისძიებების სერიას ახალ სახეებთან ერთად უმასპინძლებს.
სოციალური სივრცის სტუმრები ღონისძიების ფარგლებში Lee Burridge-თან ერთად წელს ოჯახის ახალ წევრებს გაიცნობენ.
ღონისძიებების სერია All Day I Dream Lee Burridge-ს მენტორობით 2011 წელს, ნიუ იორკში, დახურული წვეულებების ფორმატში დაიწყო და მალევე საერთაშორისო ფენომენად იქცა. გამორჩეული ვიზუალური სტილის, საინტერესო სელექტორების და მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის დამსახურებით, All Day I Dream საფესტივალო კულტურის ნამდვილ მარგალიტად იქცა. ამიტომაც გასაკვირი არც არის, რომ Lee Burridge-მა ეს იდეა ერთი კონკრეტული ქალაქის ან ქვეყნის საზღვრებში არ დატოვა და გლობალური მუსიკალური ლანდშაფტის გამდიდრება დაიწყო.
All Day I Dream არ არის უბრალოდ მუსიკალური წვეულება, ეს არის ემოციური მოგზაურობა, რომლის მიზანია მსმენელი ურბანული რუტინისგან შორს, ბუნების წიაღში დააბრუნოს.
ღონისძიების დასაწყისი | 18:00
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით , Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.
ასაკობრივი ზღვარი – 21+