DECODER კუს ტბაზე, ცისკარში, 16 მაისს, საგაზაფხულო სერიით ბრუნდება და ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის ღია ცის ქვეშ, მწვანე სივრცეში, გამორჩეულ არტისტებს იწვევს.
INDIRA PAGANOTTO—Psymama-ს სახელით მოღვაწე ესპანური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, რომელიც ჰიპერენერგიული საცეკვაო გარემოს შექმნის ოსტატია. აღმოსავლური ეთნომუსიკით შთაგონებული პროდიუსერი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური კლუბებისა და ფესტივალების მუდმივი საპატიო სტუმარია და არაერთი კოლაბორაციის ავტორი, მათ შორის ელექტრონული მუსიკის ისეთ ლეგენდარულ ჯგუფებთან, როგორიცაა Depeche Mode.
SAMA’ ABDULHADI—აღმაფრთოვანებელი პალესტინელი არტისტი, უშიშარი აქტივისტი, რომლის მძაფრი ამბებით და წინააღმდეგობით სავსე შემოქმედება სავსეა აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის მუსიკალური ტრადიციების თანაკვეთით. SAMA სათავეში უდგას Union-ს, ქალაქ რამალაში დაფუძნებულ პლატფორმას ახალი და ნიჭიერი პალესტინელი არტისტების მხარდასაჭერად.
Giorgia Angiuli (Live)—კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი და პროდიუსერი, მუდმივი ექსპერიმენტები და საშემსრულებლო ტექნიკების ცვლილება მისი შესრულების მთავარი მახასიათებელია, რის გამოც, არტისტის არცერთი წარმოდგენა ერთმანეთს არ ჰგავს და იმპროვიზაციული შესრულებით ქმნის ემოციურ, სიზმრისეულ გამოცდილებას.
Tade—DECODER-ის განუყრელი მეგზურის მოღვაწეობა ელექტრონული მუსიკის სცენაზე ათ წელზე მეტს ითვლის. მისი შემოქმედებითი ხედვები გამოხატულია ჩანაწერებში, რომელიც ემბიენტის, IDM-ისა და ტექნოს სამყაროში გვამოგზაურებს. ამჟამად Tade ვირტუალური რეალობის ექსპერიმენტულ პლატფორმას, immersar-ს უდგას სათავეში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრაციის გზით, საშუალებას აძლევს მუსიკოსებს, შექმნან კიბერპანკ ესთეტიკით შთაგონებული სამ განზომილებიანი აუდიო-ვიზუალური წარმოდგენები.