15 თებერვალს გუდაურში Summer Set -ის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც განსაკუთრებული მიზანი ჰქონდა და შემოსული თანხის 100% აქციებზე დაზარალებულებისა და უკანონოდ დაპატიმრებულთა ფონდში გადაირიცხა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ივენთის ბილეთების ფასი თავისუფალი იყო და სტუმრებს თავად შეეძლოთ აერჩიათ რამდენს გადაიხდიდნენ.

ღონისძიებაზე 20 000 ლარი შეგროვდა და ის სრულად გადაირიცხა ნანუკას ფონდში, რომლითაც პატიმრებსა და მათ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

მადლობა Drunk Cherry- ს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!