ამ ახალ წელს სასტუმრო Bodbe განსაკუთრებულ ზეიმზე გეპატიჟებათ, სადაც მუსიკა საახალწლო ატმოსფეროსთან ერთიანდება და ერთ სივრცეში ახალ წელს დაუვიწყარი განწყობით გვახვედრებს.

მშვიდ და ელეგანტურ გარემოში მდებარე სასტუმრო ბოდბე სადღესასწაულო სივრცედ გადაიქცევა, რომელიც შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ამ ახალ წელს განსაკუთრებული ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით შეხვდეს

ზეიმი იწყება ახალი წლის ღამეს ენერგიული და ემოციური მუსიკალური პროგრამით. სტუმრებს ელოდებათ ცოცხალი შესრულებები Tika Balanchine & New One-ისგან, რომლებიც საღამოს განსაკუთრებულ რიტმსა და ხასიათს შესძენენ.
შუაღამის მოახლოებასთან ერთად ატმოსფერო უფრო და უფრო იმუხტება, შესაბამისად ღამე გაგრძელდება Ultra Naté-ის მუსიკით

1 იანვარს სასტუმრო ბოდბეში დღის განმავლობაში მუსიკალურ ატმოსფეროს შექმნის Annadev, რომელიც მსუბუქი და შთამაგონებელი სეტებით გააფორმებს დღეს.

ცოცხალი მუსიკა და გამორჩეული ატმოსფერო სასტუმრო ბოდბეში სწორედ ისეთ გამოცდილებას გპირდებათ, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ