ჭავჭავაძის გამზირის 83 ნომერში, ბედნიერების კაფე- ,,Bliss Corner” გაიხსნა, რომელიც იდეალური ადგილია როგორც საუზმისთვის, ჯანსაღი ლანჩისა და მეგობრული შეკრებებისთვის. აქ დღის ნებიმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დააგემოვნოთ არომატული ყავა, მატჩა, სხვადასხვა სახის ტკბილეული, კოქტეილები და ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული მატჩას ჩიზქეიქიც კი.

Bliss Corner – ში ყოველი კერძი თუ სასმელი დიდი სიყვარულითა და ყურადღებით არის შექმნილი. კაფეს წარმომადგენლების თქმით, აქ ყველაფერი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ვიზუალურადაც შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთულია.
ინტერიერის ყველა დეტალი განსაკუთრებულად ფერადი, პოზიტიური და შთამაგონებელია. შიდა სივრცე მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი, რომელიც შესვლისთანავე იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. ფისტისა და ვარდის ფერებში გადაწყვეტილი დეტალები სიმშვიდისა და ელეგანტურობის ატმოსფეროს ქმნიან

“Bliss Corner” -ის მიზანია, რომ იქცეს სივრცედ, რომელიც უმასპინძლებს ადამიანებს განურჩევლად ცხოვრების წესისა თუ ინტერესებისა.

“Bliss Corner” მზად არის უმასპინძლოს ყველას, ვინც ეძებს ადგილს, სადაც შეძლებს დღე დაიწყოს სიყვარულით, სიმშვიდითა და ბედნიერებით. ადგილზე შეგიძლიათ თქვენი ლეპტოპითაც მიხვიდეთ სამუშაოდ, შეხვდეთ მეგობრებს ან უბრალოდ განიტვირთოთ ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.