„ქართული სახლი“ უკვე 13 წელია პოზიციონირებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, როგორც ტრადიციული ქართული რესტორანი და ქმნის სივრცეს, სადაც სტუმარი ქართული მასპინძლობის საუკეთესო ტრადიციებს ეზიარება.
ქართული გასტრონომიული კულტურა განვითარების გრძელ გზას გადის, ხოლო „ქართული სახლი“ ამ პროცესის აქტიური მონაწილე და შემოქმედია. რესტორანი ზრუნავს ქართული ტრადიციული ავთენტური კერძებისა და რეცეპტების პირვანდელი სახით შენარჩუნებაზე.

,,ქართული სახლი” ის ადგილია, სადაც ყველაფერი ქართული ერთად იყრის თავს, თვით ეს თავშეყრის ადგილი კი თბილისური ყაიდისაა.
„ქართული სახლი“ აერთიანებს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა „ტიფლისის“ ტრადიციული დუქანი, „ბიბლიოთეკის“ ინდივიდუალური სივრცე და ყველაზე გამორჩეული სივრცე — „დღე სასწაული“, სადაც ქართული კულტურა ცოცხლდება ცეკვით, მუსიკითა და თეატრალური სანახაობებით.

“დღე სასწაულის” სივრცის გამოცდილება
“დღე სასწაულის” სივრცე ხალხმრავალი შეკრებებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავი ადგილია. აქ ყველაფერი ქართულია – თუმცა დანახული თბილისური პერსპექტივით.
ამ სივრცეში მოხვედრისას, პირველ ყურადღებას ინტერიერი იპყრობს. ეს დასავლურ ყაიდაზე მოწყობილი თბილისის სახეა. დასავლური რენესანსისა თუ ბაროკოს შტრიხებს არქიტექტურაში, ერთი თვალის
შევლებითაც შენიშნავთ.

“დღე სასწაულის” სივრცის იდეა, მთლიანად “ქართული სახლის” კონცეფციას იმეორებს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სუფრისა და გამასპინძლების რიტუალთან დაკავშირებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს,როგორც სტუმარმასპინძლობით გამორჩეულ
ქვეყანას აქვს, “დღე სასწაულის” სივრცეში ისევე იყრის თავს, როგორ ის თბილისმა შეკრა და საკუთარი ცხოვრების წესად აქცია.

ყოველ საღამოს “დღე სასწაულის” სივრცეში, სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და სასიამოვნო ჰანგების ფონზე, მოცეკვავეები მაყურებელს ქართული ცეკვის სიდიადეს წარუდგენენ. სივრცე ასევე მასპინძლობს ბოჰემურ კულტურულ საღამოებს, სადაც გამორჩეული ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და არტისტები ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ პროგრამას წარმოგიდგენენ.

20:00 საათიდან “დღე სასწაულის” სივრცეში ანსამბლ “ერისიონის” მოცეკვავეები ქართული ცეკვის ნომრებს ასრულებენ “ქართული სახლის” ბენდისა და მუსიკოსების აკომპანიმენტით.
„დღე სასწაულის“ სივრცე სტუმრებს მასპინძლობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 18:00 საათიდან, ხოლო „ტიფლისის“ ტრადიციული დუქანი და ეზო ღიაა ყოველდღე, 12:00 საათიდან 01:00-მდე.