11-13 ივლისს ბათუმი რიგით მე-18 ჯაზფესტივალს მასპინძლობს, ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

ფესტივალს წარმოადგენს თიბისი კონცეპტი, კარი კი 19:00 საათზე გაიღება, სადაც კონცერტამდე სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.
სამივე საფესტივალო ღამეს კლუბში „Take 5“ ჯემებს უმასპინძლებს ჯგუფი TNM, სადაც კარი 23:00 საათიდან გაიღება

ჯაზ მატარებელი ბათუმისკენ 11 ივლისს დაიძრება. თიბისი კონცეპტის ვიზა ბარათის მფლობელები 20%- იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ კონცეპტის შეთავაზებით, შეძენისას აუცილებლად აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი. აბონიმენტი მოიცავს სამივე დღის კონცერტის ბილეთებს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე

VIP აბონიმენტი მოიცავს, როგორც სამივე დღის კონცერტის ბილეთებს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, ასევე ჯემ სეიშენებს კლუბ Take 5-ში