Gemofest – უკვე სვანეთშია
გემო ფესტი 2026 წლის ზამთრის სეზონს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება და სტუმრებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე, სვანეთში ეპატიჟება

გემოების ზეიმის კიდევ ერთი წელი მესტიიდან იწყება, სწორედ ამიტომ ფესტივალი სტუმრებს 21-22 თებერვალს მესტიაში იხმობს
ფესტივალის მთავარი იდეა ქართული გემოს, ტრადიციისა და თანამედროვე გამოცდილების გაერთიანებაა, სივრცე, სადაც საკვები მხოლოდ საკვები აღარ არის და კულტურულ ამბად იქცევა. თოვლიანი გარემო, ზამთრის ესთეტიკა და სპეციალურად გაფორმებული სივრცე ქმნის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც გემო ფესტს სხვა სეზონური ღონისძიებებისგან გამოარჩევს. ფესტივალს თან ახლავს შერჩეული მუსიკალური პროგრამა, რომელიც ერწყმის გარემოს და ქმნის მშვიდ, მაგრამ ცოცხალ ზამთრის ფესტივალის განწყობას.

გემო ფესტი არ არის მხოლოდ გასტრონომიული ღონისძიება. ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მწარმოებლების პოპულარიზაციას, აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვე კულტურას, გარდა ამისა კი ხელს უწყობს საქართველოს შთამბეჭდავი რეგიონების გაცნობას
ნამდვილი სვანეთი და ზამთრის ფერხული განსაკუთრებულ მასპინძლობასთან ერთად სრულად შთამბეჭდავ გამოცდილებას გპირდებათ