წელს ეზო ფესტივალი 10 წლის ხდება, ბუნებრივია იგეგმებოდა ამ თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებაც, თუმცა თბილისის მიწათსარგებლობის გენ.გეგმის მიხედვით საფესტივალო ტერიტორია სატყეო ზონაში მოექცა, იჯარის ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და ეზო ფესტივალის ჩატარებაზეც უარი მიიღეს.

ეზო ფესტივალმა ამ 10 წლის განმავლობაში უამრავ არტისტს უმასპინძლა, შეხვდა უამრავ მზის ჩასვლა-ამოსვლას  და საუკეთესო მოგონებები დაუტოვა სტუმრებს.

გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩვეულ ადგილას შედგება, სწორედ იქ საიდანაც ეზო ფესტივალი დაიწყო. ფესტივალის ორგანიზატორები მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ და ახლა ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.

 

მართალია ეს ბოლო eZo ფესტივალი იქნება, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში მათ ისევ შევხვდებით eZo Club Night – ის ფორმატით რამდენიმე გამორჩეულ საკლუბო სივრცეში.

გვჯერა, ბოლო საფესტივალო დღეებით eZo – ს ცხოვრების მხოლოდ ერთი თავი სრულდება და გვწამს რომ ის აუცილებლად იპოვის ახალ სიცოცხლეს.