TITA RESTAURANT საერთაშორისო ქსელის სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის ბოლო სართულზე მდებარეობს. ვიტრაჟული რესტორნიდან თბილისის ყველაზე ლამაზი, პანორამული ხედი იშლება. Რესტორანში Სივრცე სხვადასხვა კუნძულადაა დაყოფილი. აქ მოწყობილია როგორც ბიზნეს-ლაუნჯი, ბარი – საავტორო კოქტეილებისთვის და მაგიდები მეგობრული ვახშმებისთვის.

აღსანიშნავია, რომ TITA RESTAURANT, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების WELCOME TO GEORGIA-ს გამარჯვებულია.

რესტორნის მენიუში ერთის მხრივ წარმოდგენილია ქართული კერძების მოდერნიზებული, ევროპული ვარიაციები, მეორეს მხრივ კი – საერთაშორისო კერძები, ქართული შტრიხებით. კერძები კულინარიაში არსებული უახლესი ტექნიკებითა და ახალი ტექნოლოგიებით მზადდება, რაც მეტ ტექსტურასა და გემოს ანიჭებს. დიდი ყურადღება ექცევა კერძების პრეზენტაციასაც.

მენიუს ერთ-ერთი მარგალიტია – ქართული რიზოტო ხარჩოს სოუსით. ტრადიციული რიზოტოს მომზადების ტექნოლოგიას ქართული ხარჩოს მდიდარი არომატები აქცს შეხამებული. საქონლის ხორცი, რომელიც ამ კერძის მთავარი კომპონენტია, 24 საათის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე მზადდება, რის შედეგადაც საოცრად ნაზი ტექსტურა და ღრმა გემო მიიღება. მას ფინალურ შტრიხს ბრინჯის ჩიფსები ანიჭებს. ის ტექსტურულ კონტრასტს ქმნის და კერძს კიდევ უფრო დახვეწილ ელფერს აძლევს.

TITA RESTAURANT-ში შეძლებთ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული შქმერულის სრულიად ახალი ინტერპრეტაცია. ქათამი ერთი საათის განმავლობაში, სუვიდში, 62 გრადუსზე მზადდება, რაც მას წარმოუდგენლად ნაზს ხდის. სოუსი კი – ნაღების დამატებით, დაბალ ტემპერატურაზე ხარშვით და მოხალული სუნელების ნაზავით მიიღება, რაც მას ქმნის მის ერთიან, მდიდარ ტექსტურას. ქათამი იმდენად რბილია, რომ შეგიძლიათ კოვზითაც კი მიირთვათ. ეს კერძი რესტორნის სტუმრების ფავორიტია.
რესტორანში წარმოდგენილია ექსკლუზიური რეცეპტებით შექმნილი საავტორო კოქტეილები, რომლებიც სტუმრების დიდ მოწონებას იმსახურებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია TITA RESTAURANT-ის საავტორო დესერტები – მარაკუიას კრემ-ბრულე და ბასკური ჩიზ-ქეიქი, რომელთა დაგემოვნებაც არომატულ ყავასთან ერთად, თბილისის საუკეთესო ხედზე დაუვიწყარ სიამოვნებას მოგგვრით