წლის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი 4-დან 6 ივლისამდე ასურეთში ბრუნდება!

ფესტივალი საქართველოში ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ არტისტებთან და ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად სტუმრებს რამდენიმე სცენისგან შემდგარ მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს: ფესტივალზე იქნება ტექნო მუსიკისთვის განკუთვნილი სცენა – BAHN STAGE; ჰაუსის, ტექნოჰაუსისა და ელექტრო მუსიკის ჟღერადობით გაჯერებული სივრცე – FOREST STAGE და 303HZ STAGE – ჰაუსისა და დიპ ჰაუსის სცენა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის უკვე დადასტურებული ჰედლაინერია ლეგენდარული ელექტრონული მუსიკის პიონერი Ben Klock!

TELA-ს მეორე სერია ეძღვნება ცეცხლის ელემენტს, როგორც სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ტრანსფორმაციულ ენერგიას, რომელიც თავისმხრივ გამოხატული იქნება ფესტივალის წლევანდელ ატმოსფეროში, სადაც კრეატიულობა, შთაგონება და ღრმა კავშირები ხვდება ერთმანეთს.
გაითვალისწინეთ, რომ ფესტივალზე დასწრების კომფორტული გამოცდილებისთვის, საშუალება გაქვთ იქირაოთ 2 ადგილიანი კარავი, როგორც ონლაინ, ასევე კარზე.
გაეცანით Tela Festival 2025 სრულ ლაინაფს.
3 სცენა, KHIDI SHOWCASE და 60-ზე მეტი არტისტი. მოემზადე ზღაპრული თავგადასავალისთვის ასურეთის ულამაზეს ბუნებაში.
BAHN STAGE:

FOREST STAGE:

303Hz STAGE:
